02 ოქტ 2026
მექსიკის კოაუილის შტატში საშუალო სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად სკოლის დირექტორის მოადგილე დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა. ინციდენტი ხუთშაბათს მოხდა.
შტატის პროკურორის განცხადებით, თავდასხმა სავარაუდოდ, ორმა ძმამ განახორციელა, ორივე დაკავებულია.
ეჭვმიტანილები სკოლის ყოფილი მოსწავლეები იყვნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისინი სკოლაში მაჩეტებითა და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით შეიჭრნენ. აფეთქების ხმის გაგონების შემდეგ ადგილობრივები სკოლაში შევიდნენ და ეჭვმიტანილები პოლიციის მისვლამდე შეაკავეს.
მექსიკაში, სადაც ძალადობის შემთხვევების უმეტესობა ორგანიზებულ დანაშაულთანაა დაკავშირებული, სკოლებზე თავდასხმები იშვიათია.