შეინარჩუნეთ სიმშვიდე, განაგრძეთ საქმიანობა და მხარი დაუჭირეთ უკრაინას - მარკ რუტე

02 ოქტ 2026

ევროპაში რუსული პროვოკაციების გაძლიერების ფონზე, ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ მოკავშირეებს სიმშვიდისა და უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

„შეინარჩუნეთ სიმშვიდე, განაგრძეთ საქმიანობა და მხარი დაუჭირეთ უკრაინას“, — განაცხადა რუტემ ალიანსის სახელით ვესტფალიის მშვიდობის პრემიის მიღებისას და აღნიშნა, რომ  ნატო მზად არის დაიცვას  მოკავშირეების ტერიტორიის თითოეული გოჯი.

რუტეს თქმით,  რუსეთი ევროპის მასშტაბით ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევებით, დივერსიებითა და ჰიბრიდული თავდასხმებით ნატოს სიმტკიცეს ამოწმებს.