02 ოქტ 2026
რიყის პარკში გუშინ გამართული საპროტესტო აქციით „ნაციონალური მოძრაობა“ კმაყოფილია. ენმ-ს წევრები აცხადებენ, რომ პროტესტი გეგმის შესაბამისად ჩატარდა, მასშტაბი კი დროთა განმავლობაში გაიზრდება. შეკრებილებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს და ხელისუფლება გააკრიტიკეს.
სხვა პარტიის წევრები ამ აქციაზე არ გამოჩენილან.
გახარიას პარტია შეფასებისას დღეს ამ შეკრებას გაემიჯნა, ხელისუფლებისთვის კი გუშინდელი შეკრება კომიკური აღმოჩნდა.