02 ოქტ 2026
რუსეთის სამხედრო ძალები შეუჩერებლად აგრძელებენ კიევზე ყოველდღიურ თავდასხმებს. გუშინ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დნეპრზე გამავალ სამხრეთ ხიდზე ორჯერ დარტყმის შესახებ განაცხადა. ხიდზე შეჩერებულია სატრანსპორტო მოძრაობა. კლიჩკოს თქმით, საღამოს დრონის დარტყმამ დააზიანა ხიდის საყრდენი, გზის საფარი და მეტროს დამცავი ბეტონის ბარიერი. დღეს დილის 5 საათზე, რუსებმა ხიდზე კიდევ ერთი იერიში მიიტანეს.
კიევში დნეპრზე გამავალ სამ ხიდზე მოძრაობა მთლიანად ან ნაწილობრივ გადაიკეტა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა დრონებმა ღამით კიევში სარკინიგზო ხიდი დაბომბეს, რომელიც „ჯარების გადაადგილებას“ და „სამხედრო ტვირთის ლოგისტიკურ მიწოდებას“ უწყობს ხელს.
არცერთი ხიდი არ არის სარკინიგზო ხიდი. კიევის დარნიცკის რაიონში დრონი 25-სართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.