საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით  საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

02 ოქტ 2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით  საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. 

„ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“  - საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილება შემდეგი საკითხები: „ქრისტიანული ფასეულობები ევროპაში, კრიზისის ფონზე: ლისაბონის ხელშეკრულების მე-17 მუხლი და მართლმადიდებლობის წვლილი“ და „ქრისტიანული ღირებულებები პოლიტიკის შემუშავების პროცესში: ოჯახის ინსტიტუტი და ტრადიციული ღირებულებები“. 

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და საბერძნეთის პარლამენტის წევრმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა.