გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

02 ოქტ 2026

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში სამართალდარღვევა გამოავლინეს.

კონკრეტულად, სოფელ თორსა-დღვაბაში ელექტროიარაღის გამოყენებით ბრაკონიერებმა  უკანონოდ  სხვადასხვა სახეობის თევზი მოიპოვეს.  

ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია, ფაქტის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.