კარალეთში კომბინირებული საკვების ახალი საწარმო გაიხსნა

02 ოქტ 2026

გორში, სოფელ კარალეთში კომბინირებული საკვების მწარმოებელი საწარმო „აგრო უნივერსალ საქართველო“ გაიხსნა.

საწარმო თურქული კომპანია "Alapala"-ს მიერ წარმოებული დანადგარებით არის აღჭურვილი, ხოლო წარმოების პროცესში გამოიყენება უნგრული კომპანია "Agrofeed"-ის პრემიქსები, რეცეპტები და ტექნოლოგიური გამოცდილება.

საწარმოს წარმადობა საათში 6 ტონას შეადგენს. წარმოებული კომბინირებული საკვები ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.