02 ოქტ 2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებსა და ვეტერან სპორტსმენებს შეხვდა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების საჭიროებები და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, მომავალ წელს დაგეგმილია სპორტის სექტორის დაფინანსების 25 პროცენტით გაზრდა.
საუბარი ასევე შეეხო ვეტერანი სპორტსმენების მხარდამჭერი პროგრამის გაფართოებასა და სპორტული ტურიზმის განვითარებას.