მიხეილ სარჯველაძე: ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტის მიღებაზე უარი ადგილების არარსებობით ახსნეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა

02 ოქტ 2026

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ივნისის დასაწყისში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაოპერაციები 85 წლის პაციენტის მიღებაზე თავდაპირველად უარი განაცხადეს. მისი თქმით, პაციენტს ოპერაციასთან დაკავშირებული გართულებების გამო გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

როგორც სარჯველაძე აცხადებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური პაციენტის მიღების მიზნით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაუკავშირდა, თუმცა დაწესებულებაში მიღებაზე უარი განაცხადეს. მინისტრის განმარტებით, მიზეზად საავადმყოფოში ადგილების არარსებობა დასახელდა.

„ივნისის დასაწყისში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაოპერაციებ ადამიანს მოხუც ქალბატონს, 85 წლის ქალბატონს, დასჭირდა ამ ოპერაციასთან დაკავშირებული გართულებების გასწორება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური დაუკავშირდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს.

ეს, უბრალოდ, სრულიად სხვა ვერსია იქნა შეთავაზებული თავდაპირველად საზოგადოებისთვის ამ საკითხის ირგვლივ. და ამ კონკრეტულმა თანამდებობის პირმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უარი განაცხადა პაციენტის მიღებაზე.

მიზეზად დასახელდა დღეს იმ გარემოებისა, რომ თითქოსდა ადგილები არ იყო. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში ადგილები იყო საკმარისი, როგორც ემერჯენსის განყოფილებაში, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში.

და ამის დასტურად შემიძლია გითხრათ, რომ მას შემდეგ, როდესაც ჩავერიე მე პირადად, თითქმის... და რამდენიმე ხელმძღვანელი პირი, მხოლოდ ამის შემდეგ, თურმე, აღმოჩნდა შესაძლებელი, რომ იმავე დაწესებულებაში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიეღოთ პაციენტი. ამის შემდეგ, მან თვითონ ბატონმა ჯუმბერმა მიიღო გადაწყვეტილება ისე, რომ კაციშვილს ეს მისგან არ მოუთხოვია, იმიტომ, რომ მოთხოვნა დადგებოდა იმ შემთხვევაში, თუკი გაირკვეოდა საკითხის შესწავლის შედეგად, რომ კონკრეტულ ბრალეულ ქმედებასთან გვქონდა საქმე.

აი, ასეთ შემთხვევაში მან დაასწრო მოვლენებს, მან თვითონ განაცხადა, მოითხოვა, გვითხრა ამის თაობაზე, რომ ის აპირებდა, რომ წასულიყო სამსახურიდან სექტემბრის ბოლოს", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.