02 ოქტ 2026
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბალიმინაში, მასპინძელი ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი ჩაატარა, რომელიც ფრედ - 1:1 დასრულდა.
პირველი ნახევარი ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების უპირატესობის ფონზე წარიმართა. მეორე ნახევარის 54-ე წუთზე დოლტმურზეივმა შორეული დარტყმით შეხვედრაში ანგარიში გახსნა. 73-ე წუთზე კოულ ბრანიგანმა სხვაობა აღადგინა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შემდეგ მატჩს 6 ოქტომბერს, ბილეფელდში, გერმანიის წინააღმდეგ გამართავს და მიმდინარე შესარჩევი ციკლიც ამ მატჩით დასრულდება.