02 ოქტ 2026
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“, ეროვნულ ჩემპიონატში ახალი სეზონის პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავს და პირველი მეტოქე, „ქუთაისი“ იქნება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსთავმა ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის მატჩს უმასპინძლა, რომელშიც ერთმანეთს გასული სეზონის ჩემპიონი „ბათუმი“ და თასის მფლობელი „თსუ“ შეხვდნენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი აღნიშნული ტიტულის მოქმედი მფლობელია.
წინა წლის სუპერთასისთვის ბრძოლაში „თსუ“-მ „ქუთაისი“ დაამარცხა. ამჯერად, უნივერსიტეტელებმა ტიტული წარმატებით დაიცვეს და მოქმედ ჩემპიონ „ბათუმს“დამაჯერებლად, 98:79 სძლიეს.
საკალათბურთო სუპერლიგის პირველი ტურის მატჩი „ბათუმსა“ და „ქუთაისს“ შორის 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.