დღეს უეფას ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება

02 ოქტ 2026

დღეს უეფას ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ამ მომენტისთვის ჩვენს ჯგუფს 4-4 ქულით უკრაინა და ჩრდილოეთ ირლანდია ლიდერობენ.

საქართველოს და უნგრეთს კი აქტივში თითო ქულა აქვთ და არც ერთი გატანილი გოლი მათ „ჯვაროსნებმა“ „პუშკაშ არენაზე“ მატჩისწინა ვარჯიში გამართეს, მანამდე კი პრესკონფერენციაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მოსალოდნელ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.