ნიკა ეგაძე „თრიალეთის თასზე“ მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობს

02 ოქტ 2026

ბათუმში „ჩელენჯერის“ სერიის ტურნირი „თრიალეთის თასი“ მიმდინარეობს. მამაკაცებს შორის მოკლე პროგრამის შემდეგ 93,80 ქულით საქართველოს ნაკრების წევრი ნიკა ეგაძე ლიდერობს.

ქართველი მოციგურავე თავისუფალ პროგრამაში დღეს იასპარეზებს.