საბერძნეთმა ევროკავშირს მოუწოდა, წევრ სახელმწიფოებს მისცეს შესაძლებლობა, მიგრანტების მასობრივი შემოდინების შემთხვევაში თავშესაფრის განაცხადების მიღება დროებით შეაჩერონ

02 ოქტ 2026

საბერძნეთმა ევროკავშირს მოუწოდა, მიგრანტების მასობრივი შემოდინების შემთხვევაში წევრ სახელმწიფოებს თავშესაფრის განაცხადების მიღების დროებით შეჩერების შესაძლებლობა მისცეს.

ათენის განცხადებით, არსებული წესები მასშტაბური მიგრაციული ნაკადების სამართავად საკმარისი არ არის. საბერძნეთმა ინიციატივა ლუქსემბურგში, ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე წარადგინა.

საბერძნეთის მიგრაციის მინისტრ თანოს პლევრისის თქმით, ევროკავშირის ახალი მიგრაციისა და თავშესაფრის პაქტი შესაძლებლობებს აუმჯობესებს, თუმცა დამატებითი ზომებია საჭირო.

„ასეთ შემთხვევებში უნდა გაძლიერდეს საზღვრის კონტროლი და შეჩერდეს თავშესაფრის განაცხადების მიღება“, – განაცხადა პლევრისმა.