საქართველოს ნაკრები დღეს უნგრეთს დაუპირისპირდება

02 ოქტ 2026

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას დღეს, უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს.

მატჩი ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში 1 ოქტომბერს სწორედ შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართა.

ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ჯგუფში ორი ტურის შემდეგ საქართველოსა და უნგრეთს თითო ქულა აქვთ და მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ. ჯგუფის ლიდერებს, ჩრდილოეთ ირლანდიასა და უკრაინას, 4-4 ქულა აქვთ.

საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებებს ერთმანეთთან ორი მატჩი აქვთ ჩატარებული ორივე 2001 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ბუდაპეშტში უნგრეთმა 4:1 გაიმარჯვა, თბილისში კი საქართველოს ნაკრებმა 3:1 მოიგო.

დღევანდელ შეხვედრას სერბი არბიტრი სრჯან იოვანოვიჩი განსჯის.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 22:45 საათიდან შემოგთავაზებთ.