ლანჩხუთში ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

01 ოქტ 2026

ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და დაავადების პრევენციის მნიშვნელობაზე საზოგადოების ინფორმირებას ეძღვნება.  კამპანიას გურიის რეგიონიც უერთდება.

ლანჩხუთში გამართული ღონისძიება ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ნაწილია, რომელიც სამივე მუნიციპალიტეტს მოიცავს.

თვის განმავლობაში დაგეგმილია საინფორმაციო კამპანიები, მხარდამჭერი აქციები და უფასო სამედიცინო სკრინინგები. ღონისძიებების მთავარი გზავნილია, რომ დაავადების ადრეული გამოვლენა და დროული დიაგნოსტიკა სიცოცხლის გადარჩენის მნიშვნელოვანი ფაქტორია.