„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიყის პარკში აქცია გამართა

01 ოქტ 2026

რამდენიმე კვირიანი ანონსების შემდეგ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიყის პარკში აქცია გამართა. მიუხედავად წინასწარი განცხადებებისა და ორგანიზატორების მოლოდინისა, შეკრებაზე დაანონსებული რაოდენობის მოქალაქეები არ მისულან.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ აქცია შედგა და მასში მხარდამჭერებმა მონაწილეობა მიიღეს.

შეკრების მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყო. აქციის მონაწილეებმა ისაუბრეს პარტიის სამომავლო გეგმებზეც.