01 ოქტ 2026
ევროპის სახალხო პარტიის მიერ მიღებული რეზოლუცია, სახელწოდებით "საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერება", პოლიტიკური შეფასებების თემაა.
დოკუმენტის შინაარსი მისაღებია ოპოზიციური სპექტრისთვის, მმართველი გუნდი კი კატეგორიულად უარყოფს ქვეყანაში რეპრესიების არსებობას და მიიჩნევს, რომ დემოკრატიული პროცესი მხოლოდ გარე ჩარევებით ფერხდება.
ცნობისთვის, ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაში გამოხატულია შეშფოთება საქართველოში ავტორიტარიზმის დრამატული გაძლიერებისა და ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო, პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა კრიზისის გამო.
ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს ევროკავშირს, გააძლიეროს მიზნობრივი სანქციები და სხვა შემზღუდველი ზომები იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებზე არიან პასუხისმგებელნი.