1 ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

01 ოქტ 2026

1 ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში მცხოვრები ხანდაზმულებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.

ბენეფიციარებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სხვადასხვა პროფილის ექიმებმა გაუწიეს მომსახურება.  

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანდაზმულთა მხარდასაჭერად აჭარის რეგიონში არაერთი მიზნობრივი პროგრამა მოქმედებს.

ამ მიმართულებით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.