01 ოქტ 2026
100 წლის თამარ გორჯელაძეს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიულოცეს. უხუცესი ამომრჩეველი ქობულეთში ცხოვრობს. მას 5 შვილი, 9 შვილიშვილი და 13 შვილთაშვილი ჰყავს.
ამომრჩევლის მოსანახულებლად აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმყოფებოდნენ.
საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თამარ გორჯელაძეს, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ერთ-ერთ უხუცეს ამომრჩეველს, სამახსოვრო სიგელი გადასცეს.
თამარ გორჯელაძემ არჩევნებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გამართულ არჩევნებში აქტიურად მონაწილეობდა.