ევროკავშირი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის რეფორმის გეგმავს, რომლის მიზანიც წევრი ქვეყნების მიერ ვეტოს გამოყენების თავიდან აცილებაა

01 ოქტ 2026

ევროკავშირი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის რეფორმის გეგმავს, რომლის მიზანიც წევრი ქვეყნების მიერ ვეტოს გამოყენების თავიდან აცილებაა. საკითხს ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ.   

არსებული ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტი წარადგენს ინიციატივას, რომელი დოკუმენტიც ევროკავშირის 30-ზე მეტ წევრამდე გაფართოებისთვის მომზადებას ითვალისწინებს.

როგორც მედია იუწყება, ევროკომისიის პროექტი, გარდამავალი სამართლებრივი დებულებების გამოყენებას ითვალისწინებს. მათი მიზანია ევროკავშირის გაწევრიანების პროცესში, შუალედურ ეტაპზე 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობის მოთხოვნის გაუქმება.