01 ოქტ 2026
"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან 14 წელი გავიდა. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობის ხმების თითქმის 55% მოიპოვა და იმჟამინდელი მმართველი პარტია - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაამარცხა.
"ქართული ოცნების" 14 წლიან მმართველობას პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიცია გაზრდილ ფასებზე, შეუსრულებელი დაპირებებსა და ევროინტეგრაციის გზაზე უკუსვლაზე აკეთებს აქცენტს.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ 14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით სააკაშვილის ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი დაამარცხა და მას შემდეგ დღემდე, ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და უწყვეტი მშვიდობა, მათი თქმით, "ქართული ოცნების" მთავარი დამსახურებაა.
"14 წლის წინ, პირველ ოქტომბერს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით და ძალისხმევით დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა. ბრძოლა ადამიანისთვის, მისი ღირსებისა და თავისუფლებისთვის.
14 წლის წინ, პირველ ოქტომბერს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით და ძალისხმევით დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა. ბრძოლა ადამიანისთვის, მისი ღირსებისა და თავისუფლებისთვის. ბრძოლა საქართველოს გადარჩენისთვის და იმისთვის, რომ ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნოდეს.
ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი სხვა მონაპოვრებთან ერთად არის ის უწყვეტი მშვიდობა, რომელიც ქართველმა ერმა, ქართველმა სახელმწიფომ და ჩვენმა ქვეყანამ გაიარა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში,"- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ.