POLITICO: რუმინეთის პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა არ გამოუცხადა

01 ოქტ 2026, 14:30

0
გაზიარება:

რუმინეთში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. პარლამენტმა ახალი მთავრობის შემადგენლობას მხარი არ დაუჭირა, წერს POLITICO.

გამოცემის ცნობით პარლამენტმა რუმინეთის პრეზიდენტის ნიკუშორ დანის მიერ წარდგენილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, ევროდეპუტატი ზიგფრიდ მურეშანი უარყო.

მურეშანის მთავრობამ დამტკიცებისთვის საჭირო 233 ხმა ვერ მოაგროვა და ახალი კანდიდატურის წარსადგენად პროცესი კვლავ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაბრუნდა.

პრეზიდენტი ნიკუშორ დანი პოლიტიკურ ძალებთან ვითარების განხილვას 5 ოქტომბერს გეგმავს.