01 ოქტ 2026
კიევში რუსული დრონი სკოლის შენობას მოხვდა. ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დარტყმის მომენტში, რომელმაც ხანძარი გამოიწვია, ბავშვები სკოლის თავშესაფარში იმყოფებოდნენ. მისი თქმით, დაშავებულები არ არიან. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები.
თავდასხმა სოლომიანსკის რაიონში მოხდა. კლიჩკოს თქმით, რუსული დრონით თავდასხმა განხორციელდა პეჩერის რაიონში არასაცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზეც.