01 ოქტ 2026
ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც წარჩინებულ კურსდამთავრებულებს შესაბამისი სიგელები გადაეცათ.
წელს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს 300-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს.
ახალგაზრდებს სწავლის დასრულება საქართველოს განათლების მინისტრმა მიულოცა. გამოსვლისას გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი წვლილს შეაქვს კვალიფიციური კადრების მომზადებასა და ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში.