01 ოქტ 2026
ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი დღეს დაიწყო. პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში მათი მიღების ღონისძიება გაიმართა.
წელს პირველად, პროფესიული განათლების პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ბსუ-ში 100-ზე მეტი პროფესიული სტუდენტი ჩაირიცხა.
ცენტრში ამ ეტაპზე 6 აღმზრდელის, ბუღალტრული აღრიცხვის, საბიბლიოთეკო საქმის, საექთნო განათლების, საფინანსო სერვისებისა და ფარმაციის პროფესიული პროგრამა მოქმედებს.
ახალ ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროფესიული განათლების, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმართეს მისასალმებელი სიტყვით, ღონისძიებას ასევე დამსაქმებლები ესწრებოდნენ.