01 ოქტ 2026
ბათუმის მერია ტბელ აბუსერისძისა და ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიების მისაღებად კონკურსებს აცხადებს. ტბელ აბუსერისძის სახელობის სტიპენდია განკუთვნილია ბათუმში რეგისტრირებული და უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის, რომლებსაც საგაზაფხულო სემესტრში მიღებული აქვთ დადებითი შეფასება.
ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის მიღება შეუძლიათ ბათუმში რეგისტრირებულ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პირველი ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე და საკონკურსო სემესტრში მიღებული აქვთ 91 ქულა ან მეტი. განაცხადების მიღება 30 ოქტომბრის ჩათვლით იწარმოებს.
კონკურსის პირობებისა და განაცხადის ფორმის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბათუმის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.