ღვინის ეროვნული სააგენტო: გადამუშავებულია 135 000 ტონა ყურძენი

01 ოქტ 2026

ღვინის ეროვნული სააგენტო კახეთში რთველის მიმდინარეობის შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც გადამუშავებულია 135 000 ტონა ყურძენი.

უწყება მევენახეებს შეახსენებს, რომ სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 22 ლოკაციაზე იბარებს.

წელს მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 000 ტონამდეა.