01 ოქტ 2026
"ვარდისფერი ოქტომბერი" - ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეუერთდა. კამპანიის ფარგლებში ბათუმის ცენტრალური სტადიონი და შარტავას ხეივანი ვარდისფრად განათდა.
კამპანია სიმბოლური შეხვედრით გაიხსნა, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.
საინფორმაციო კამპანიების მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ქალმა მიიღოს ინფორმაცია ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს.
"ვარდისფერი ოქტომბერი" მსოფლიოში 1997 წლიდან აღინიშნება და ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.