ნარკოდანაშაულის ბრალდებით კრიმინალურმა პოლიციამ სხვადასხვა დროს 9 პირი დააკავა

01 ოქტ 2026

ნარკოდანაშაულის ბრალდებით კრიმინალურმა პოლიციამ სხვადასხვა დროს 9 პირი დააკავა. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა. 

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. 

ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემებში იყვნენ ჩართული.  ნარკოტიკების განთავსების ადგილის კოორდინატებსა და ფოტოებს, ინტერნეტაპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.