პარლამენტს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარედგინა

01 ოქტ 2026

პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს. მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს  2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა, რომელიც ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.  პროექტის მიხედვით, მომდევნო წლისთვის ეკონომიკური ზრდა 5%-ით არის დაგეგმილი, ხოლო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 37 მილიარდ 500 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

პროექტის მიხედვით დაგეგმილია პენსიების და საჯარო სექტორში მომუშავეთა ხელფასების მატება, ასევე ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გათვალისწინებულია რამდენიმე ახალი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის: თბილისის შემოვლითი გზის გარკვეული მონაკვეთების, თბილისის-რუსთავის და ბათუმის-სარფის მიმართულებით გზების მშენებლობების დაწყება. 

ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტი დეკემბერში დაამტკიცებს.