ტენესის შტატში სიკვდილმისჯილი მომაკვდინებელი ინექციის ორჯერ შეყვანის შემდეგ გადარჩა

01 ოქტ 2026

სიკვდილმისჯილი კრისტა პაიკი, რომელმაც 30  წინ თანაკლასელი სასტიკად მოკლა, ოთხშაბათს გვიან ღამით ტენესის შტატში სიკვდილით დასჯის დროს ორი სასიკვდილო ინექციის შემდეგ ცოცხალი გადარჩა - განაცხადეს ციხის წარმომადგენლებმა, რითაც შტატში ორი საუკუნის განმავლობაში ქალის სიკვდილით დასჯის პირველი მცდელობა ჩაიშალა.

სიკვდილით დასჯის მოწმეებმა განაცხადეს, რომ პაიკი ინექციების შემდეგაც  აგრძელებდა სუნთქვას, ისინი ოთახიდან გაიყვანეს და ციხეში სასწრაფო დახმარების მანქანები მივიდნენ.

ტენესის სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პერსონალმა „ზედმიწევნით დაიცვა სიკვდილით დასჯის პროტოკოლის ყველა ნაბიჯი“, რომელიც ითვალისწინებს პრეპარატის მეორე დოზის შეყვანას „თუ პატიმარი პირველი ინექციის შემდეგ არ გარდაიცვალა“. თუმცა, პროტოკოლი არ აკონკრეტებს, რა უნდა გაკეთდეს, თუ პატიმარი მეორე დოზის შემდეგაც ცოცხალი დარჩება.

გაურკვეველია, რა მდგომარეობაშია პაიკი ან რა სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამენ მისი ადვოკატები ან სახელმწიფო ორგანოები მას შემდეგ, რაც ის მკაცრი რეჟიმის ციხიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.