თბილისმა მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა

01 ოქტ 2026

თბილისმა მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. ტურნირზე 20 ქვეყნის 140 ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის 39 ქართველი.

მონაწილეები 11-დან 19 წლის ასაკობრივ კატეგორიებში ასპარეზობდნენ, როგორც ერთეულთა, ისე შერეულ წყვილთა თანრიგებში. 

ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა - ნიკოლოზ ჩხარტიშვილმა და ანასტასია ჩხარტიშვილმა - 19 წლამდე შერეულ წყვილთა თანრიგში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ამავე ასაკობრივ კატეგორიაში კი ანასტასია ჩხარტიშვილმა ბრინჯაოს მედალი ერთეულთა თანრიგშიც მოიპოვა. 

საქართველოს სპორტის მინისტრმა 11-წლამდელებს შორის ერთეულთა თანრიგის გამარჯვებული უზბეკი ამირ შირიევი დააჯილდოვა.