01 ოქტ 2026
ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ ვინ იდგა დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიმავალი ავიაკომპანია „ფლაი-დუბაის“ რეისის ჩამოგდების აღკვეთილი მცდელობის უკან, თუმცა ისრაელი, შესაძლოა, ჩაერთოს ინციდენტის გამოძიებაში - ასე უპასუხა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა "ფოქს-ნიუსის" წამყვანის კითხვას იმის შესახებ, არსებობს თუ არა რაიმე მინიშნება ინციდენტში ირანის მონაწილეობაზე.
ისრაელის ოფიციალური განცხადებით, დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიმავალი „ფლაი-დუბაის“ რეისის მგზავრები ისრაელში უსაფრთხოდ ჩავიდნენ მას შემდეგ, რაც მგზავრებმა და ეკიპაჟმა აღკვეთეს მეორე პილოტის მცდელობა, ჩამოეგდო თვითმფრინავი.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველი პილოტი მეორემ დანით დაჭრა. თვითმფრინავი 30 წამზე ნაკლებ დროში თითქმის 4 ათას 267 მეტრის სიმაღლიდან მიწისკენ დაეშვა.
მგზავრები და ეკიპაჟის წევრები პილოტთა კაბინაში შევიდნენ, თავდამსხმელი პილოტი გაანეიტრალეს და ბორტზე მყოფ „ფლაი-დუბაის“ სხვა პილოტებს თვითმფრინავის საუდის არაბეთის ქალაქ ტაბუკში უსაფრთხოდ დასმის საშუალება მისცეს.