აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ილონ მასკი პენტაგონის ახალი ინიციატივის ხელმძღვანელად წარადგინა

01 ოქტ 2026

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა  შეიარაღებულ ძალებში გენერლებისა და ადმირალების თანამდებობების 20%-ით შემცირების შესახებ განაცხადა და მილიარდერი ილონ მასკი პენტაგონის ახალი ინიციატივის ხელმძღვანელად წარადგინა, რომელიც ომის წარმოების მომავალზე იქნება ორიენტირებული.

ვირჯინიის შტატში, საზღვაო ქვეითთა ​​კორპუსის ბაზაზე გამოსვლისას ჰეგსეტმა განაცხადა, რომ თანამდებობებზე რჩებიან ის სამხედრო მეთაურები, რომლებიც ადმინისტრაციის პრიორიტეტებს იზიარებენ.

"არც მსუქნები, არც ტრანსგენდერები, არც წვერიანები, არც უცნაურები, არც ლაჩრები, არც რადიკალები. მხოლოდ მეომრები“ - განაცხადა ჰეგსეტმა.

ომის წარმოების მომავლის შესასწავლად პენტაგონის ინიციატივით შეიქმნება  "პროექტი მერიდიანი", რომელსაც უწყების ტექნოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი ამიელ მაიკლი უხელმძღვანელებს, ხოლო თანახელმძღვანელი ილონ მასკი იქნება.

ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ პროექტი ჩართავს ამერიკელ ნოვატორებსა და ტექნოლოგებს, რათა ხელი შეუწყონ მომავალი კონფლიქტების პროგნოზირებასა და ახალი სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას. ჰეგსეტმა ასევე ხაზი გაუსვა რელიგიისა და სულიერების მნიშვნელობას შეიარაღებულ ძალებში და აღნიშნა, რომ უწყება სულიერ ჯანმრთელობას ფიზიკური ჯანმრთელობის თანაბარ დონეზე დააყენებს.