ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბერნის კონვენციის დაცული ტერიტორიებისა და ეკოლოგიური ქსელების ექსპერტთა ჯგუფის მე-16 შეხვედრას უმასპინძლეს

01 ოქტ 2026

ლაგოდეხის დაცულ  ტერიტორიებზე  ბერნის კონვენციის დაცული ტერიტორიებისა და ეკოლოგიური ქსელების ექსპერტთა ჯგუფის მე-16 შეხვედრა გაიმართა.  

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით,  საერთაშორისო ექსპერტების მასპინძლობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის საერთაშორისო დონეზე წარმოსაჩენად, ასევე კონსერვაციის მიმართულებით მიღწეული შედეგებისა და გამოცდილების გასაზიარებლად.