მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოსთან მდებარე მრავალფენიანი ნამოსახლარის არქეოლოგიური კვლევები გრძელდება

01 ოქტ 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოსთან მდებარე მრავალფენიანი ნამოსახლარის არქეოლოგიური კვლევები გრძელდება. სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, ექსპედიციის ხელმძღვანელ გიორგი გოგოჭურთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

ილმაზლოს ნამოსახლარის კვლევა 6 წლის წინ დაიწყო. ამჟამად გათხრილია დაახლოებით 700 კვ. მ ფართობი.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი კულტურული ფენები და სტრუქტურები ექვს სხვადასხვა ეპოქას განეკუთვნება, რაც ძეგლს განსაკუთრებულ სამეცნიერო მნიშვნელობას ანიჭებს. ყველაზე ადრეული აღმოჩენები ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებს მიეკუთვნება და წარმოდგენილია საკურთხევლითა და სამეურნეო ორმოთი.

შემდეგი ქრონოლოგიური ჯგუფი რკინის ხანას განეკუთვნება. ასევე, აღმოჩენილია ანტიკური ხანის დასასრულისა და ელინისტური ეპოქის პერიოდის სამარხები. ნამოსახლარი 2011 წელს, ახალი მშენებლობის პროცესში გამოვლინდა; ტერიტორიის გამოკვლევა რამდენიმე თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, მათ შორის ისტორიული განვითარების პროცესების უკეთ შესასწავლად.

ილმაზლოს მრავალფენიანი ნამოსახლარის არქეოლოგიურ კვლევას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახორციელებს.