01 ოქტ 2026
გადაცემაში "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე" ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა, ლელა რაზიკაშვილმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ოპოზიციის სტრატეგიასა და საზოგადოებრივ განწყობებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი და ოპოზიციური კონკურენცია ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია.
"ოპოზიციის კონკურენციაში ქვეყანა ვითარდება და ეს არის ძალიან აუცილებელი. ოპოზიცია უნდა იყოს იმედის მიმცემი, მუდმივად უკეთესის შემთავაზებელი და იმ დაძაბულობის შემქმნელი მთავრობისთვის, რომ ის მუდმივ კონკურენციაში იყოს და საქმე აკეთოს“, - აღნიშნა რაზიკაშვილმა.
მან ოპოზიციური ფლანგის მიერ არჩეულ ტაქტიკასა და საზოგადოებაში აგრესიის გაღვივებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საკუთარი მოსახლეობის ლანძღვითა და დაპირისპირებით, პოლიტიკური შედეგის მიღწევა შეუძლებელია.
"ჩვენ შეცდომის დაშვების რესურსი რაც გვქონდა, ავტობანთან მოვიტანეთ და დავკარგეთ რაც დავკარგეთ, ეხლა უკვე ვართ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე. ქართველმა ხალხმა ბოლო 30-35 წლის განმავლობაში უამრავი უბედურება და სამოქალაქო ომის მძიმე შედეგები გაიარა. ამ გამოცდილებით, საზოგადოება დღეს ბევრად უფრო მაღლა დგას და მეტ პასუხისმგებლობას იჩენს, ვიდრე არსებული პოლიტიკური კლასი“, - განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა.