ხათუნა ხოფერია: ის ნდობა, რომელიც დღეს “ქართულ ოცნებას” აქვს, მშვიდობისა და ბიძინა ივანიშვილის დამსახურების საფასურია

01 ოქტ 2026

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ხათუნა ხოფერიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიმართ არსებული ნდობა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებასა და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებას უკავშირდება.

“თუ რაიმე პროცენტი აქვს „ქართულ ოცნებას“ დღეს, რამე რეიტინგი აქვს და ზოგადად ის ნდობა, რომელიც რეალურად მას აქვს, ეს არის მშვიდობის და ბიძინა ივანიშვილის დამსახურების საფასური, რომლისაც, როგორც აღმოჩნდა, ქართველი ხალხი ძალიან მადლიერია და არ უკარგავს“, - განაცხადა ხოფერიამ.

ხათუნა ხოფერია IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასაც გამოეხმაურა და ორგანიზაციის მიმართ უნდობლობა გამოხატა.

“მე ზოგადად არ მიყვარს IRI-ის კვლევები და მაქვს ჩემი გარკვეული დამოკიდებულება ამ ორგანიზაციის მიმართ. მე მჭირდება მეთოდოლოგია - რომელი მეთოდოლოგიით ჩაატარა IRI-მ ეს კვლევა“, - აღნიშნა ხოფერიამ. 

მისივე თქმით, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც საკუთარი პოზიცია ჯერ არ დააფიქსირეს.

„ყველაზე მეტად, რაც მაინტერესებს დღეს, არის პუნქტი, სადაც არის რაოდენობა იმ ადამიანების და პროცენტი, რომელიც ამბობს: „არ გადამიწყვეტია“, „არ ვიცი“. არჩევნები იწყება აი ამ პუნქტიდან. იქ ლუფტი, რომელიც დარჩა, არის საკმაოდ დიდი -52%-ია და ჩვენ არ ვიცით, როგორ ნაწილდება“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.