დონალდ ტრამპი: მსოფლიოში ჩვენ ეკონომიკურად ყველა ქვეყანაზე უკეთ ვართ, ევროპას ხომ ხედავთ, არეულობაა, სი ძინპინმაც კი მითხრა: ვაუ, კარგი საქმე გაგიკეთებიათ

01 ოქტ 2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ამერიკის ეკონომიკური წარმატებით გაოცებული დარჩა.

"ჩვენ მსოფლიოში ეკონომიკურად ყველა ქვეყანაზე უკეთ ვართ. ევროპას ხომ ხედავთ, არეულობაა. სხვა ქვეყნებს ასე კარგად არ მისდით საქმე. პრეზიდენტმა სი ძინპინმაც კი პირველი, რაც მითხრა, იყო: ვაუ, კარგი საქმე გაგიკეთებიათ“, – განაცხადა ტრამპმა.