01 ოქტ 2026
ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ პაატა ბურჭულაძის პატიმრობასა და შესაძლო საპროცესო შეთანხმებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, პატიმრობაში მყოფი პირების შემთხვევაში იკვეთება ტენდენცია, როდესაც გარკვეული ძალები მათ საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ და შემდგომ ისე ტოვებენ, რომ მათი ბედით არცკი ინტერესდებიან.
„რა უნდა პაატა ბურჭულაძეს ციხეში, ხო? დარწმუნებული ვარ, ამუნათებენ ამ ადამიანს იმისთვის, რომ არ მოხდეს მის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმება… და ის, რომ მან უფრო ადრე დატოვოს საპატიმრო დაწესებულება. მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ეს ასე არ მომხდარა. არ არის პირველი შემთხვევა, გამოყავთ ეს ადამიანები, გამოიყენებენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და შემდგომ მიატოვებენ“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ადვოკატის თქმით, ბურჭულაძის შესაძლო საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით უშუალო ინფორმაცია არ აქვს.
„ესეთი უშუალო ინფორმაცია ნამდვილად არა მაქვს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის ადამიანები, რომლებიც გულწრფელად აღიარებენ იმ შეცდომას, რეალურად, და იმ გადაცდომას, რაც მათ მხრიდან იყო… სახელმწიფოს ინტერესი არ იყო, რომ ისინი მაინცდამაინც ყოფილიყვნენ საპატიმრო დაწესებულებაში. ახლა ჩვენ, ვთქვათ, პატივს ვცემთ ყველა პაატა ბურჭულაძის ასაკს, მის შემოქმედებას და ასე შემდეგ, და არ მგონია, რომ ბატონ პაატას ახლა ძალიან სიამოვნებდეს, რომ ის იყოს, ვთქვათ, იმ დენი წლით, რამდენი წლითაც არის”,- აღნიშნა ირმა ჭკადუამ.