30 სექ 2026
ბათუმის საფორტეპიანო მარათონი წელს პირველად გაიმართა. კლასიკური მუსიკის კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში შედგა.
ბათუმის მარათონში მონაწილეობა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის, რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლისა და მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლის საფორტეპიანო განყოფილებების მოსწავლეებმა მიიღეს.
მონაწილეები წინასწარი მოსმენების საფუძველზე შეარჩიეს. პროექტის მიზანია კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა პიანისტების წარმოჩენა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
მონაწილეებმა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები შეასრულეს. პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება.