30 სექ 2026
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა სკოლის მოსწავლეთა საპროტესტო მოძრაობასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი 356 საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეფერხდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის შეფასებით, შეინიშნება ძალადობის საკმაოდ სერიოზული ზრდა, განსაკუთრებით სამართალდამცველების წინააღმდეგ.
სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ დღეს 625 ადამიანი დააკავეს, ხოლო შიდა უსაფრთხოების ძალების 83 წარმომადგენელი დაშავდა.