მსოფლიო ბანკი ანაკლიის პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ანგარიშს აქვეყნებს

30 სექ 2026, 20:57

0
გაზიარება:

მსოფლიო ბანკმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. 

გარდა ამისა, ხაზგასმულია ზოგადად საქართველოს როგორც სატრანსპორტო ჰაბის მნიშვნელობა შუა დერეფნის როგორც მაკრო-ლოჯისტიკური, ისე დერეფნის მენეჯმენტის კუთხით.

2026 წელს ტვირთბრუნვამ საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო მიმართულებით რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია და ბუნებრივია, ანაკლიის პროექტის დასრულების შემდეგ საზღვაო მაჩვენებელი ისტორიულ რიცხვებს მიაღწევს.