რეგიონის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი თემები და პრიორიტეტები - საკითხები, რომლებიც აჭარის მთავრობის სხდომაზე განიხილეს 

30 სექ 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიმდინარე საკითხები, რეგიონის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი თემები და პრიორიტეტები განიხილეს. 

ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო და ეკონომიკურ პროექტებზე, ასევე მთის კურორტების განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. 

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების გაფართოება, ასევე ისაუბრა სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე და მოახლოებული ციტრუსის სეზონისთვის მზადების პროცესზე.