30 სექ 2026
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსის ტერიტორიას დაუყოვნებლივი საფრთხე არ ემუქრება.
"ჩვენ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ. ეს საფრთხე არ არსებობს, ხოლო თუ რამე მოხდება, ჩვენ მზად ვართ საპასუხო დარტყმისთვის. ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ. შეაჩერეთ ბირთვული მუქარა. ეს სრულიად უადგილო და უსარგებლოა. და რაც მთავარია, შეაჩერეთ ომი უკრაინაში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიმართული გაუმართლებელი აგრესიული ომია," - განაცხადა რუტემ.
მისივე თქმით, რუსეთის ბირთვულ მუქარას სერიოზულად არ აღიქვამს, რადგან მოსკოვი ნატოსთან დაპირისპირებაში ვერასდროს გაიმარჯვებს.
"ყველამ იცის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ნატოსთან ომში ვერასდროს გაიმარჯვებს," - აღნიშნა მან.