30 სექ 2026
დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიმავალი ავიარეისი, საგანგებო სიგნალების გადაცემის შემდეგ, საუდის არაბეთში გადამისამართდა.
"ფლაი-დუბაის" თვითმფრინავმა ბოინგ-737-მა იორდანიის საჰაერო სივრცეში საგანგებო სიგნალი რამდენჯერმე გადასცა, რომლის შემდეგაც საუდის არაბეთის ტაბუკის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. მიზეზი პილოტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გახდა.
თვითმფრინავის უსაფრთხოდ დაშვების შემდეგ, მიღებული დაზიანებების გამო ორივე პილოტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საუდის არაბეთის ხელისუფლება ადგილზე იძიებს საქმეს ომანელი მეორე პილოტის წინააღმდეგ. მას ბრალად ედება საამიროების კაპიტნისთვის ცივი იარაღით ჭრილობის მიყენება და თვითმფრინავის ჩამოგდების მცდელობა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, ინციდენტი თვითმფრინავის გატაცებად არ ითვლება. თვითმფრინავის ბორტზე 180 მგზავრი იმყოფებოდა. მათ შორის 150 ისრაელის მოქალაქე იყო.