აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ქუთაისში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო

30 სექ 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარაძესთან ერთად, ქუთაისში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრის ფარგლებში დევნილ ბენეფიციარებს სოფლის მეურნეობისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის კუთხით დაგეგმილი სიახლეები, მათ შორის ახალი პროგრამები წარუდგინეს.

ასევე, აფხაზეთის მთავრობის მიერ დევნილი მეწარმეების მხარდაჭერის გაძლიერებასა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს.