ხელვაჩაურის საკრებულომ მუნიციპალიტეტის საზღვრების ცვლილება და საკადრო საკითხები განიხილა

30 სექ 2026

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს. მათ შორის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილება.

მუნიციპალიტეტის საკრებულოში  საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ჩატარდა არჩევნები და საკრებულოს უმრავლესობამ განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ გურანდა დოლიძე აირჩია.

ბეგლარ აბაშიძე ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს, ხოლო ფრაქცია „ ქართულ ოცნებაში“  მისი ადგილმონაცვლე ზვიად ჭინკაძე გახდა. საკრებულო პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა ლუარა დუმბაძემ, რომელიც აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

კიდევ ერთი საკითხი საკრებულოს სხდომაზე უძრავი ქონების აჭარის მთავრობისთვის გადაცემას ეხებოდა. საუბარია თხილნარის მეურნეობაში არსებულ შენობაზე, სადაც წლებია მამულაძეების ოჯახი ცხოვრობს და ფართის გასხვისება ამავე ოჯახისთვის საკუთრებაში გადაცემის  მიზნით მოხდა.