ბათუმის საკრებულოს წევრებმა დღეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ 13 საკითხზე იმსჯელეს და კენჭისყრაზე გაიტანეს

30 სექ 2026

ბათუმის საკრებულოს წევრებმა დღეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ 13 საკითხზე იმსჯელეს და კენჭისყრაზე გაიტანეს. 

მათ შორის, ცვლილებები შევიდა შესაბამის დადგენილებებსა და ნორმატიულ აქტებში, რომელიც მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის“ შექმნას უკავშირდება.

საკრებულოს წევრებმა ასევე, იმსჯელეს თამარ მეფის გამზირზე, 55 ნომერში მდებარე შენობაში არსებული გარკვეული ფართის, მისი ფაქტობრივი მფლობელისთვის დაკანონების მიზნით, აჭარის მთავრობისთვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემაზე. საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით გახანგრძლივდა ბათუმის საზღვრების შეცვლაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ვადა.

საკრებულომ დღეს მიიღო ასევე ახალი წესი, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის, მემორიალური დაფის და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებას განსაზღვრავს.